გმირი ძაღლი

balto

 

1925 წელს, ნომის დასახლებაში იფეთქა დიფტერიის ეპიდემიამ. აუცილებელი იყო სასწრაფოდ ვაქცინით უზრუნველყოფა. ტელეგრაფით დაკავშირების შედეგად გაირკვა, რომ ცოტაოდენი ვაქცინა ათასი მილით დაშორებულ ქ. ანქორაჯში დარჩენილიყო.
ყინულოვანი შტორმი და ქარიშხალი თვითმფრინავებს ფრენის საშუალბას არ აძლევდა. გადაწყდა, რომ ვაქცინა მატარებლით მიეწოდებინათ ქალაქ ნენანამდე, რომლის იქეთაც რკინიგზა აღარ გრძელდებოდა. ნომიდან ნენანამდე ათასკილომეტრიანი თოვლიანი უდაბნო იყო გადაჭიმული. მხოლოდ ერთი გზაღა დარჩენოდათ: მარხილში ძაღლები შეებათ და მათ იმდეზე ყოფილიყვნენ.

გუნდი შეიკრა და ქარბუქსა და ყინვაში გზას გაუდგა. ბევრმა ვერ გაუძლო, რადგან დიდთოვლობის გამო ფაქტიურად გზაც კი არ არსებობდა. ნენანაში პირველი მივიდა გუნარ კასენი, რომლის მარხილი მიჰყავდა ლაიკების გუნდს ბალტოს მეთაურობით. მაგრამ  გუნარს კიდურები მოეყინა და უკანა გზაზე მარხილის მართვა აღარ შეეძლო.

მაშინ ბალტომ საკუთარი მეხსიერებით გაიკვლია გზა, მთელი ძალების დაძაბვითა და სიჩქარის დაუგდებლად მარხილი ნომამდე მიიყვანა. ძალაგამოცლილ ძაღლებს ყეფის თავიც არ ჰქონდათ, თუმცა ვაქცინა უვნებლად მიიტანეს საავადმყოფომდე.

ამ ისტორიაზე ცნობილი მულტფილმი “ბალტოც” არის გადაღებული.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s