გმირი ძაღლი

balto

 

1925 წელს, ნომის დასახლებაში იფეთქა დიფტერიის ეპიდემიამ. აუცილებელი იყო სასწრაფოდ ვაქცინით უზრუნველყოფა. ტელეგრაფით დაკავშირების შედეგად გაირკვა, რომ ცოტაოდენი ვაქცინა ათასი მილით დაშორებულ ქ. ანქორაჯში დარჩენილიყო.
ყინულოვანი შტორმი და ქარიშხალი თვითმფრინავებს ფრენის საშუალბას არ აძლევდა. გადაწყდა, რომ ვაქცინა მატარებლით მიეწოდებინათ ქალაქ ნენანამდე, რომლის იქეთაც რკინიგზა აღარ გრძელდებოდა. ნომიდან ნენანამდე ათასკილომეტრიანი თოვლიანი უდაბნო იყო გადაჭიმული. მხოლოდ ერთი გზაღა დარჩენოდათ: მარხილში ძაღლები შეებათ და მათ იმდეზე ყოფილიყვნენ.

გუნდი შეიკრა და ქარბუქსა და ყინვაში გზას გაუდგა. ბევრმა ვერ გაუძლო, რადგან დიდთოვლობის გამო ფაქტიურად გზაც კი არ არსებობდა. ნენანაში პირველი მივიდა გუნარ კასენი, რომლის მარხილი მიჰყავდა ლაიკების გუნდს ბალტოს მეთაურობით. მაგრამ  გუნარს კიდურები მოეყინა და უკანა გზაზე მარხილის მართვა აღარ შეეძლო.

მაშინ ბალტომ საკუთარი მეხსიერებით გაიკვლია გზა, მთელი ძალების დაძაბვითა და სიჩქარის დაუგდებლად მარხილი ნომამდე მიიყვანა. ძალაგამოცლილ ძაღლებს ყეფის თავიც არ ჰქონდათ, თუმცა ვაქცინა უვნებლად მიიტანეს საავადმყოფომდე.

ამ ისტორიაზე ცნობილი მულტფილმი “ბალტოც” არის გადაღებული.

ინდიელთა ცხოვრების ხედვა

native-americans-01

1.სიმართლის თქმას ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება

2. რა არის სიცოცხლე? ეს არის ციცინათელას სინათლე ღამით, ბიზონის ამოსუნთქვა ზამთრის მოახლოებისას, ბალახის ჩრდილის განლევა მზის ჩასვლისას

3. გიყვარდეს მიწა. ის არ გერგო შენ მემკვიდრეობით, ის შვილებმა გათხოვეს

4. როდესაც ბოლო ხეს მოჭრიან, როდესაც ბოლო მდინარეს მოწამლავენ და უკანასკნელ ფრინველსაც დაიჭერენ – მაშინ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმევა

5. ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს

6. დიადი სული სრულყოფილი არ არის. მას ნათელი მხარეც აქვს და ბნელიც. ზოგჯერ ბნელი მხარე უფრო მეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე ნათელი

7. დუმილიც კი შეიძლება იყოს ლოცვის ნაწილი

8. ჩვენი პატიოსნების გამო ვართ ღარიბები

9. თითოეულ საგანში დევს ცოდნა.

10. ჩვენ არ გვინდა ეკლესიები, რადგან ისინი ღმერთზე კამათს დაგვაწყებინებენ

11. რატომ იღებთ ძალით იმას, რისი მიღებაც სიყვარულით არ შეგიძლიათ?

12. როდესაც ლეგენდა კვდება და ოცნება ქრება, სამყაროში არ რჩება არაფერი დიდებული

13. ერთი “აიღე” ჯობია ორ “მოგცემ”–ს

14. ჩემს უკან ნუ ივლი – იქნებ არ მიგიყვანო, ჩემს წინ ნუ ივლი – იქნებ არ გამოგყვე. ჩემს გვერდით იარე, და ერთი მთლიანი ვიქნებით

15. სიმართლე ის არის, რისიც ადამიანს ჯერა(ვს)

16. დაე, ჩემი მტერი იყოს ძლიერი და ჭკვიანი. მაშინ მე არ შემრცხვება, როცა დავამარცხებ

17. როდესაც დაიბადე, შენ ტიროდი და ყველა იცინოდა. იცხოვრე ისე, რომ როდესაც მოკვდები, ყველა ტიროდეს, შენ კი იცინოდე.

 

 

ემბრიონის განვითარება

შვედმა ფოტოგრაფმა ლენარტ ნილსონმა ათი წელი მოანდომა ამ სურათების გადაღებას. მათზე ასახულია ემბრიონის ჩასახვა – განვითარების რამდენიმე სტადია. Continue reading

Google Earth

პროგრამა Google Earth-ით სანახავი საინტერესო ადგილები. უბრალოდ დააკოპირეთ და ჩასვით კოორდინატები

google-earth-5-screenshot

 

1. ავსტრალია, Sydney Opera House: 33°51’24.34″S 151°12’54.17″E

2. ავსტრალია, მფრინავი ავტომობილი: 32° 0’42.42″S 115°47’10.49″E

3. არგენტინა, ბუენოს-აირესი, მფრინავი… კატერი(?): 34°36’29.85″S 58°21’52.79″W

4. აფრიკა, ჩანჩქერი “ვიქტორია” 17°55’26.62″S 25°51’29.32″E

5. ბელორუსია, ბრესტის ციხე-სიმაგრე – 52° 4’57.00″N 23°39’20.00″E

6. ბრაზილია, რიო, მარაკანას სტადიონი: 22°54’43.51″S 43°13’48.33″W

7. ბრიტანეთი, ლონდონი, “ბიგ-ბენი” 51°30’3.34″N 0°7’28.72″W

8. ბრიტანეთი, ლონდონი, ჰიტროუს აეროპორტი: 51°28’39.16″N 0°29’2.50″W

9. ბრიტანეთი, ლონდონი, ვესტმინსტერის სააბატო: 51°29’59.60″N 0°7’27.46″W

10. ბრიტანეთი, ლონდონი, თაუერბრიჯი, : 51°30’19.56″N 0°4’32.00″W

11. ბრიტანეთი, Stonehenge: 51°10’43.88″N 1°49’35.01″W

12. ჰავაი, ოაჰუმ პერლ-ჰარბორი: 21°21’10.00″N 157°58’0.00″W

13. გერმანია, კიოლნის ტაძარი: 50°56’29.21″N 6°57’30.58″E

14. გერმანია, ბერლინი, რაიხსტაგი: 52°31’7.20″N 13°22’33.94″E

15.გერმანია, ურჩხულები (:D) 48°51’27.80″N 10°12’19.06″E

15. საბერძნეთი, აკროპოლისი: 37°58’16.69″N 23°43’34.10″E

16. ჰიმალაი, ევერესტი – 27°59’19.80″N 86°55’30.49″E – (შეაბრუნეთ სხვადასხვამხრიდან)

17. ეგვიპტე, ხეოფსის პირამიდა: 29°58’41″N 31°7’53″E

18. ესპანეთი, ბარსელონა, 120000-იანი სტადიონი: 41°21’52.94″N 2° 9’20.71″E

19. იტალია, რომი, კოლიზეუმი: 41°53’24.65N 12°29’32.85E

20. იტალია, ვენეცია, სან-მარკოს მოედანი – 45°26’2.06″N 12°20’19.78″E

21.ინდოეთი, აგრა, ტაჯ-მაჰალი: 27°10’30.89″N 78° 2’34.44″E

22. ყაზახეთი: 45°59’46.06″N 63°33’50.18″E

23. მექსიკა, კუკუილკო: 19°18’5.73″N 99°10’53.14″W

24.მექსიკა, ტეოტიუაკანი (აცტეკების ქალაქი): 19°41’33.17″N 98°50’37.63″W

25. მონაკო, მონტე-კარლო, სანაპირო – 43°44’4.54″N 7°25’17.34″E

ესრეფ არმაგანი – უსინათლო მხატვარი

ესრეფ არმაგანი დაიბადა ღარიბ თურქულ ოჯახში, სრულიად ბრმა ორივე თვალით. ესრეფს არ მიუღია ოფიციალური განათლება, მაგრამ თვითონ ისწავლა წერა და ბეჭდვა.

s60-drawing-600-2

იგი ხატავს ხელებით და ძირითადად ზეთის საღებავებს იყენებს. ბოლო 35 წელია ხატვითაა დაკავებული.

ხატვისას მას სრული სიწყნარე ესაჭიროება. თავდაპირველად, ბრაილის სტილით აკეთებს ნახატის მონახაზს. როგორც თვითონ ამბობს, მას ჭირდება ისეთი შეგრძნება, თითქოს ნახატის “შიგნითაა”. მაგალითად, ზღვის ხატვისას მაშველი ჟილეტიც ჩაუცვამს. როდესაც დახატულით კმაყოფილია, იწყებს ზეთის საღებავების დადებას თითებით. თუმცა ამას საკმაოდ უცნაურად აკეთებს – Continue reading

ოპტიკური ილუზია

რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს მანქანები ერთნაირი ზომისაა :)

 

564584_669498433075070_1405609718_n

უცნობი გმირი

შავარშ კარაპეტიანი.პატარა ისტორია მასზე ქვემოთ

1976 წლის 16 სექტემბერს კაშხლის პირას მიმავალი ტროლეიბუსი წყალში გადავარდა და  დახრჩობისთვის განწირული 92 მგზავრი ფსკერისაკენ წაიყოლა.

ამ დროს ტბის ირგვლივ თავის ყოველდღიურ გარბენს ასრულებდა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში შავარშ კარაპეტიანი. მან შეამჩნია უბედური შემთხვევა და ამღვრეულ წყალში გადაეშვა. შემდგომ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმის გაკეთება, რაც მან შეძლო. ფეხებით ჩაამსხვრია ტროლეიბუსის უკანა მინა და დაიწყო გონდაკარგული მგზავრების გამოთრევა. 20 წუთი დაჰყო ყინულიან წყალში და 20 სიცოცხლე გადაარჩინა… თუმცა სინამდვილეში მან მეტი მგზავრი ამოიყვანა, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ყოველი ამოყვინთვის შემდეგ ჩანდა, თუ როგორ ემატებოდა სხეულზე მინის ნამსხვევებით დასერილი ადგილები.

კითხვაზე –”რა იყო ყველაზე მძიმე?”, კარაპეტიანმა უპასუხა: ” ვიცოდი, რომ მთელი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ძალა მხოლოდ მგზავრთა გარკვეულ რაოდენობაზე მეყოფოდა. ხილვადობა ნულის ტოლი იყო. ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს და დაუფიქრებლად, დრო რომ არ დამეკარგა, ზევით მოვაცურებდი. ერთ ამოყვინთვაზეც აღმოჩნდა, რომ სავარძლის დასაჯდომი ტყავის ბალიში ამომიტანია. დავყურებდი ამ ბალიშს და საშინელება იყო იმის გაფიქრება, რომ ჩემი შეცდომის საზღაური ვიღაცის სიცოცხლე იყო.”

მეორე დღეს შავარშ კარაპეტიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ფილტვების ანთება, 40 გრადუსი სიცხით, რომელიც შემდეგ სეფსისით გართულდა. ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, თუმცა  46–ე დღეს ავადმყოფი გონს მოეგო. ფილტვში მრავალრიცხოვანი შეხორცებების გამო ყოველი ამოსუნთქვა ტკივილს უკავშირდებოდა. ექიმებმა სპორტის დავიწყება ურჩიეს, თუმცა მას ამის გაგონებაც არ უნდოდა.

1977 წელს შავარშ კარაპეტიანი გახდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონი და დაამყარა ახალი რეკორდი, თუმცა ამის შემდეგ მას მაინც მოუწია სპორტის დატოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

იმ შემაძრწუნებელ ოც წუთში მისი მოცურავის ნიჭი დასამარდა, რადგან ადამიანებისადმი სიყვარულის ნიჭი გაცილებით ძლიერი გამოდგა.

წიგნი

Wall_to_Wall_books_by_minimoon

წიგნი საუკეთესო მასწავლებელია.

როდესაც კითხულობ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, კარგ მეტყველებას სწავლობ.

კულტურა არის არა წაკითხული წიგნების რაოდენობა, არამედ გაგებულის.

ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის შეძლებენ იმ ადამიანების მართვას, რომლებიც ტელევიზორს უყურებენ.

წიგნი ყოველთვის ჯობია ფილმს, რადგან მასში არ არის შეზღუდული სპეცეფექტები

რაც მეტს კითხულობ, მით ნაკლებს ბაძავ.

ადამიანები ორ კატეგორიად იყოფა – ისინი, ვინც წიგნს კითხულობს, და ისინი, ვინც უსმენს მათ, ვინც წიგნს კითხულობს

წაკითხული ნამცეცებით გროვდება ცოდნა

როგორც სხეულს ჭირდება ვარჯიში, ისე ჭირდება ტვინს კითხვა

წიგნების არ კითხვაზე უარესი მხოლოდ ერთი რამ არის – ფიქრობდე, რომ წიგნების არ კითხვით არაფერი გაკლდება

წიგნი ჰგავს აისბერგს, რომლის უდიდესი ნაწილი წყალქვეშაა დამალული

ბრძენი რომ გახდე, უნდა წაიკითხო ათი წიგნი, მაგრამ ისინი რომ იპოვო, ათასი წიგნი უნდა წაიკითხო

 

ოპტიკური ილუზია

სურათის შორიდან ან ცენტრში ყურებისას იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფერადი წერტილები წრიულად დადიან, თუმცა ცალკეულ მათგანს თუ გავაყოლებთ თვალს, ისინი სწორ ხაზზე მოძრაობენ.

 

177799

ტესტი დაკვირვებულობაზე

დაინიშნეთ დრო;

თუ ყველა ციფრს/რიცხვს 1–დან 90–ის ჩათვლით იპოვით:

dro

5 – 10 წუთში: განსაკუთრებული დაკვირვებულობა გაქვთ

10–15 წუთში: კარგი

15–20 წუთში: საშუალო

20–25 წუთში: დამაკმაყოფილებელი